ნოდარ დუმბაძე (1928 - 1984) » Join.Ge - Free Download
   Set as home page    დაამატე რჩეულებში ::JOIN.GE::    Send e-mail to us
 

 
 
   

 
 
სახელი
პაროლი
 
 

 
 
აუცილებლად ყველა გაეცანით საიტის წესებს
 

 
 


Alternative Rock
Blues
Classical
Country
Dance
Electronic
Folk & Traditional
Hip-Hop
Industrial
Instrumental
Jazz
Metal
New Age
Opera
Other
Pop
R&B
Rap
Reggae
Retro
Rock
Soul
Techno
Trance
Vocal


 

 
   

 

ნოდარ დუმბაძე (1928 - 1984)

კატეგორია:  სტატიები / Articles9 მაი 2009

ნოდარ დუმბაძე (1928 - 1984)



ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის,
რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების
მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს
გურამ ასათიანი
ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა. 1937 წლის ცნობილი რეპრესიების პერიოდში მამამისი, პარტიული მუშაკი ვლადიმერ დუმბაძე დააპატიმრეს, ხოლო დედა, დიასახლისი ანა ბახტაძე - გადაასახლეს. პატარა ნოდარი თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომელიც არ დაუმთავრებია, რადგან საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში გადავიდა. ადგილობრივი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი თბილისში დაბრუნდა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც 1950 წელს დაამთავრა.
იმავე წელს სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები. ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი ასისტენტად მუშაობდა უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, იმავდროულად განაგრძობდა შემოქმედებით მოღვაწეობას. 1956-57 წლებში მან გამოსცა იუმორისტული მოთხრობების სამი კრებული. 1957 წელს სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისათვის მიეძღვნა. სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობის პარალელურად დუმბაძე კინოსცენარებსაც წერდა. იმავდროულად იბეჭდებოდა მისი იუმორისტული მოთხრობებიც.
1960 წელს გამოვიდა მისი რომანი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, რომელმაც ავტორს არნახული პოპულარობა მოუტანა. რომანში მოთხრობილია ამბავი ობოლი ბიჭისა, რომელსაც დიდი სამამულო ომის დროს გურიის ერთ სოფელში მოხუცი ბებია და ორი ენაკვიმატი მეზობელი ზრდის. მასში უხვად ჩართული იუმორისტული პასაჟები საოცრად მიმზიდველსა და ხალასს ხდის ნაწარმოებს. იმავე წელს გამოვიდა დუმბაძის მეორე რომანი “მე ვხედავ მზეს”, რომელიც ფართო მკითხველისათვის ასევე პოპულარული გახდა -აქაც სამამულო ომისდროინდელი ქართული სოფლის ყოფაა აღწერილი ჩვეული გურული იუმორითა და სიმსუბუქით. ამას მოჰყვა რომანი “მზიანი ღამე” (1967), რომელშიც მწერალმა თორმეტწლიანი გადასახლებიდან დაბრუნებული დედისა და გაუცხოებული შვილის დრამატიზმით აღსავსე ცხოვრება ასახა. რომანში “ნუ გეშინია, დედა!” (1971) დუმბაძემ მისთვის ჩვეული ლირიკული მანერით გადმოსცა საბჭოთა მესაზღვრეების ცხოვრება, მამაკაცური მეგობრობა, თანამებრძოლის დაკარგვით გამოწვეული დარდი, გაუზიარებელი სიყვარულის ტკივილი. ამ რომანზე მუშაობის დროს ნოდარ დუმბაძემ სასაზღვრო ნაწილში მესაზღვრედ სამსახურისთვის სპეციალური ნებართვა აიღო. 1973 წელს გამოსულ რომანში “თეთრი ბაირაღები” იმდროინდელი საბჭოთა მართლმსაჯულების ნამდვილი სახეა ნაჩვენები. მწერალი გაგებითა და თანაგრძნობითაა განწყობილი იმ კრიმინალების მიმართ, ვინც ცხოვრების რთულმა პირობებმა დამნაშავეებად აქცია. ბოლო რომანში “მარადისობის კანონი” (1978) მძიმე ავადმყოფი მთავარი გმირი კეთილისა და ბოროტის შეცნობას ცდილობს.
გარდა საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული რომანებისა, ნოდარ დუმბაძე არაერთი პოპულარული მოთხრობის (“HELLADOS”, ,,ძაღლი", “კუკარაჩა” და სხვ.), ცნობილი საბავშვო ლექსების, ნარკვევებისა და ესსეების ავტორია. მის ნაწარმოებებს დიდი ჰუმანიზმი, სიკეთე და სათნოება, ადამიანის ღირსების მძაფრი განცდა, პატრიოტული სულისკვეთება და ხალასი იუმორი აერთიანებს. ამიტომაცაა დუმბაძის შემოქმედება ადვილად ჩასაწვდომი და გასაგები ყველა ეროვნების ადამიანისათვის. ამიტომაც არ წყდებოდა მწერალთან წერილების ნაკადი მსოფლიოს მრავალი კუთხიდან, მისი გარდაცვალების შემდეგაც კი. ერთი უკრაინელი გლეხი დუმბაძისადმი მიწერილ მადლიერების ბარათში წერდა: თქვენი წიგნის წყალობით ჩემს “ხატაში” სითბომ და მხიარულებამ დაისადგურაო. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში გამოიცა, ითარგმნა მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე. მისი მოთხრობები და რომანები იდგმებოდა და დღესაც იდგმება დიდი და სახელოვანი თეატრების სცენაზე. უდიდესი პოპულარობა მოიხვეჭა დუმბაძის რომანების მიხედვით გადაღებულმა ფილმებმა ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, “მე ვხედავ მზეს”, “გზა მშვიდობისა, ჯაყო!" , ,,თეთრი ბაირაღები”, “კუკარაჩა”, “მარადისობის კანონი” და სხვ.) ნოდარ დუმბაძე არის რუსთაველის (1975), ლენინური (1980) და კომკავშირული (1966) პრემიების ლაურეატი. იყო სატირულ-იუმორისტული ჟურნალ “ნიანგის” მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ხოლო 1981 წლიდან გარდაცვალებამდე - მისი თავმჯდომარე და სსრკ მწერალთა კავშირის მდივანი. თვითმფრინავის გატაცების ცნობილი მოვლენების დროს ნოდარ დუმბაძე ერთ-ერთი იყო მოწინავე ქართული ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებს შორის, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას დამნაშავეთა შეწყალებას სთხოვდა. მისი ინიციატივითა და მონდომებით თბილისში დაარსდა საბავშვო ქალაქი “მზიური”, სადაც დაკრძალეს კიდეც

თუ ფაილი წაშლილია დააჭირეთ აქ!

 
ძვირფასო სტუმარო, თქვენ არ ხართ საიტზე დარეგისტრირებული. გირჩევთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საკუთარი სახელით, რათა იხილოთ საიტი სრულყოფილად.

მსგავსი სიახლეები:



 
 

 
#9 ავტორი: leli (8 ივლისი 2009 21:07)


...... ისე უნდა იცხოვრო ნენა, დილით რომ მოკვდები საღამოს

შვილიშვილებმა არ დაგმარხონ და არც ისე დაუმარხავი

დაგტოვონო........
................................................................................
......................


ეს არის იუმორით ნათქვამი აქსიომა....... smile


 
#8 ავტორი: jorjika007 (10 მაი 2009 11:57)

მაგარი კაცი იყო


 
#7 ავტორი: bass (10 მაი 2009 11:17)

D O O R S yes good friends


--------------------


 
#6 ავტორი: DOORS (10 მაი 2009 01:20)

თვითმფრინავის გატაცების ცნობილი მოვლენების დროს ნოდარ დუმბაძე ერთ-ერთი იყო მოწინავე ქართული ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებს შორის, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებას დამნაშავეთა შეწყალებას სთხოვდა belay


--------------------


 
#5 ავტორი: leusha (9 მაი 2009 23:39)

თეთრ ბაირაღებზე ვგიჟდები..... love


--------------------



 
#4 ავტორი: Linkin_Lady (9 მაი 2009 20:56)

ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალი love


--------------------


 
#3 ავტორი: aku (9 მაი 2009 20:34)

love love


--------------------


 
#2 ავტორი: bass (9 მაი 2009 17:10)

აუუუუუუუუ მაგარი კაცი ირა გაიხარე და გურამიშვილს როდის დებ? tongue friends


--------------------


 
#1 ავტორი: AwP338 (9 მაი 2009 16:10)

მაგარია bow


--------------------


ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

 
 

 

 
  » Need For Speed Most Wanted (2008/RUS/REPACK)
» Anry - My Poetry (Part1) 2008-2009
» Маргоша 2 (2 й сезон, 1 -90 серии) /M ...
» როგორ დავამატოთ სია ...
» JoiN.Ge oficial Server
» Deutschland Ein Sommerm
» Inception (2010 / CAMRip / 700MB)
» Синсэнгуми: Демон сакуры (12 се ...
» Pink Floyd - Roger Waters - Radio KAOS (1998)
» Join.Ge - Forum - შემოგვიერთდი ...
 

 


 

 
ახლა საიტზე არიან

  სტუმრები : 43
  წევრები : Gio_Gziro95, lado123

 

» Mus.Ge - Best Mp3 Portal
» Learning.Ge - E-Books
» Alazani.Ge - Music
» Fans.Ge - Music
» Sweet Blog
» NewFiles.Ge - Warez
» Chat.Ge - Chat
» Just.Ge - Warez
» Edu-Guide.Ge - Education
» Edu-Child.Ge - Education
» Opa.Ge - Warez


 
Pro Evolution Soccer Georgian Site
BIV Ltd





 
Copyright © 2008-2009 JOIN.GE \\ designed by OKILI