ჰომოეროტიკა – დაუძლეველი შიშის ბუნდოვანი ობიექტი » Join.Ge - Free Download
   Set as home page    დაამატე რჩეულებში ::JOIN.GE::    Send e-mail to us
 

 
 
   

 
 
სახელი
პაროლი
 
 

 
 
აუცილებლად ყველა გაეცანით საიტის წესებს
 

 
 


Alternative Rock
Blues
Classical
Country
Dance
Electronic
Folk & Traditional
Hip-Hop
Industrial
Instrumental
Jazz
Metal
New Age
Opera
Other
Pop
R&B
Rap
Reggae
Retro
Rock
Soul
Techno
Trance
Vocal


 

 
   

 

ჰომოეროტიკა – დაუძლეველი შიშის ბუნდოვანი ობიექტი

კატეგორია:  სტატიები / Articles19 ივნისი 2009

ჰომოეროტიკა – დაუძლეველი შიშის ბუნდოვანი ობიექტი


"ყოველი ამერიკული ფილმი უნდა ამტკიცებდეს,რომ შეერთებული შტატების ცხოვრების წესი ერთადერთი და საუკეთესოა ნებისმიერი ადამიანისთვის.ყოველი ფილმი ასე თუ ისე ოპტიმისტური უნდა იყოს და აჩვენოს "პატარა ადამიანს",რომ ოდესღაც და სადღაც გადაეყრება თავის ბედნიერებას.ფილმმა არ უნდა გამოამზეუროს ჩვენი ცხოვრების ბნელი მხარეები,არ გააღვივოს მძაფრი და დინამიური ვნებები..."რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს მკითხველს,მოყვანილი ციტატა არ არის ჩვენი (ყოფილ საბჭოთა კავშირელების) უახლოეს წარსულში შექმნილი რომელიმე კომუნისტური დადგენილებიდან.ეს გახლავთ ფრაგმენტი ე.წ. ჰეისის კოდექსისა,რომელიც გაფორმდა 1930 წ. ჰოლივუდის ოფიციალურ ცენზურად და რომელიც მიმართული იყო "მორალური სტანდარტების განმტკიცებისაკენ".ჰოლივუდი,რომელიც საბჭოთა მაყურებელში ხშირად ასოცირდება სექს–ბომბებთან თუ ეროტიკულ სანახაობასთან,ემორჩილებოდა მკაცრ აკრძალვებს.მათ შორის საგანგებო პარაგრაფები ეთმობოდა სექსის თემას."აუცილებელია განმტკიცდეს ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტის სიწმინდე" – ასეთი დირექტივა უსწრებს წინ ხსენებულ პუნქტებს.საბჭოთა "თანამოძმეებისგან" განსხვავებით,რომელიც საერთოდ უარყოფდნენ სექსის არსებობას,ჰოლივუდი აღიარებს მას,ოღონდ გარკვეული დოზით.კოდექსით ზუსტად განისაზღვრება,რამდენ ხანს შეძლება ეკრანზე კოცნის ჩვენება,როგორ შეიძლება ვნების,პროსტიტუციისა თუ სექსუალური გარყვნილების ეპიზოდების ასახვა და ა.შ.
სექსუალური გარყვნილება,პირველ რიგში,ჰომოეროტიკას გულისხმობდა,რომელზე დადებული ტაბუ ყველაზე მკაცრად და ხანგრძლივად მოქმედებდა ჰოლივუდის ისტორიაში (და არა მხოლოდ ჰოლივუდის).თუმცა მინიშნებებს ჰომოსექსუალიზმზე ჯერ კიდევ საუკუნის პირველ ათწლეულების ფილმებში ვხვდებით,გაცილებით თავისუფლად და "პირველყოფილი" ხელოვნებისთვის დამახასიათებელი გულუბრყვილობით. რასაკვირველია,ისინი მხოლოდ რეალობის სუსტი გამოძახილი იყვნენ და თანაც კომიკური ეფექტის შესაქმნელად მოყვანილი.მაგრამ კოდექსის შედეგად პერვესიად და ავადმყოფობად მონათლული ჰომოსექსუალიზმის "კონსპირაცია" ძლიერდება და უწყინარი, "სასაცილო" ადამიანები ამჯერად ბოროტმოქმედებად,მონსტრებად გარდაიქმნებიან. როგორც ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს სცენარისტი "გვერჩივნა გვენახა ჩვენი თავი ეკრანზე დამნაშავეებად,საშიშ ადამიანებად,ვიდრე ვყოფილიყავით აბსოლუტურად იგნორირებულნი,თითქოს საერთოდ არ ვარსებობდით".ასე რომ,ჰოლივუდიც (რა თქმა უნდა,ბევრ სხვა ინსტიტუციასთან ერთად) თანდათან აგუებდა ჰომოსექსუალებს დანაშაულების კომპლექსად და არა მხოლოდ "ჩვეულებრივ" ადამიანებს ასწავლიდა,თუ რა წარმოდგენა ჰქონდეთ ჰომოსექსუალიზმზე,არამედ ამ უკანასკნელთანაც – თავის თავზე. მათი ეკრანული იდენტიფიკაციაც ხდებოდა ცოდვასთან,რომელიც უნდა აღმოიფხვრას, მოიკვეთოს.ფილმებში ისინი ტრაგიკულად განიცდიან თავიანთ "სხვაობას" და თვითგვემა საბოლოოდ სიკვდილით მთავრდება.
სხვათა შორის,ქალთა ჰომოსექსუალიზმი არ აღიქმებოდა იმდენად ნეგატიურად – ის არც ისე შოკის მომგვრელი იყო და მით უმეტეს,არც სასაცილო.პირიქით,ხშირად მისი ესთეტიზაციაც ხდებოდა და ფაქტიურად,აღიქმებოდა,როგორც "დასაშვები ცოდვა".რა თქმა უნდა,ეს სულაც არ ნიშნავს,რომ პურიტანული ჰოლივუდი ნაკლებად ახდენდა ლესბოსელთა დისკრიმინაციას.უბრალოდ,აქ სულ სხვა ფაქტორი ერთვება:თუ გავითვალისწინებთ,რომ ეროტიკის ყურება (და ყურება,საერთოდ) ითვლება "მამაკაცურ საქმიანობად" (მაშინ როცა ქალი არის თავად სანახაობა,ამ ყურების,მზერის ობიექტი), ქალთა ჰომოეროტიკა მისთვის არ აღიქმება პრობლემად.ის არის შორეული,რადგან ეხება "სხვას" (ქალს,არა მამაკაცს) და ამდენად მისგან "საფრთხეც" არ არის მოსალოდნელი. თანაც გაორმაგებულია სანახაობის მომენტი,სექსუალური ფეტიში ხდება კიდევ უფრო ძლიერი.ამიტომ თუ ქალად გადაცმული მამაკაცი სიცილს იწვევს (რაზეც იგება მთლიანად კლასიკად ქცეული "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" ან "ტუტსი"),კაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი ორივე სქესითვის სასურველ ( და სიმპათიურ) ობიექტადაც კი შეიძლება იქცეს.მაყურებელთა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებდა ფილმ "მაროკოს" ეპიზოდი,როცა სმოკინგში ჩაცმული მარლენ დიტრიხი მიდიოდა ერთ–ერთ მაგიდასთან და მშვენიერ ქალბატონს ტუჩებში კოცნიდა.
ტაბუ ჰომოსექსუალებზე,ფაქტიურად,90–იანი წლიდან მოიხსნა,როცა ყოველგვარი მიკიბ–მოკიბვის გარეშე შეიძლებოდა ურთიერთობის ასახვა.ამავე დროიდან იცვლება ის ნეგატიური სტერეოტიპი,რაც დანაშაულის კომპლექსთან არის დაკავშირებული.შემოდის ახალი – გეი–ტიპაჟი,რომელიც აღარ ასოცირდება ავადმყოფობასთან,ნორმიდან გადახრასთან,ცოდვასთან და რომელიც ამკვიდრებს მამაკაცის არატრადიციულ სახეს – მგრძნობიარე (რაც აქამდე ქალის "პრეროგატივა" იყო),სექსუალური (რითიც იცვლება მასკულინური უხეში,აგრესიული სექსუალობა).თავდაპირველად ასეთი იმიჯი გამოჩნდა 80–იანი წლების რეკლამაში (იქნება ეს ტელე,საჟურნალო,პლაკატი თუ სხვა),რამაც მაყურებელში მოახდინა "სექსუალურ ამბივალენტურობასთან" შეგუება და შესაბამისად 90–იანი წლების კინოგმირებისთვის "შემზადება".
ჰომოსექსუალთა რეაბლიტაცია ეკრანზე სულაც არ ნიშნავს მათ სრულყოფილად და მრავალფეროვნად წარმოჩენას.ჰოლივუდი იგონებს ახალ სტერეოტიპებსა და მითებს, ცდილობს რა შეალამაზოს რეალობა ჰომოსექსუალთა მაქსიმალური ესთეტიზაციის გზით და ამით მაინც ასიამოვნოს "ტრავმირებულ" საშუალო ჰეტეროსექსუალ ამერიკელს.

მოამზადა ბექა ლაგვილავამ

თუ ფაილი წაშლილია დააჭირეთ აქ!

 
ძვირფასო სტუმარო, თქვენ არ ხართ საიტზე დარეგისტრირებული. გირჩევთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საკუთარი სახელით, რათა იხილოთ საიტი სრულყოფილად.

მსგავსი სიახლეები:



 
 

 
#5 ავტორი: bass (7 ივლისი 2009 11:47)

dash


--------------------


 
#4 ავტორი: beqnesa (21 ივნისი 2009 00:48)

Chosen Pessimist მადლოობ ანიიიი love


 
#3 ავტორი: join.ge (20 ივნისი 2009 23:41)

vpiqrob


 
#2 ავტორი: DOORS (20 ივნისი 2009 23:36)

staind... მამაჩემს უყვარს მაგის თქმა wink


--------------------


 
#1 ავტორი: staind... (20 ივნისი 2009 23:06)

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში
^^


ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

 
 

 

 
  » Need For Speed Most Wanted (2008/RUS/REPACK)
» Anry - My Poetry (Part1) 2008-2009
» Маргоша 2 (2 й сезон, 1 -90 серии) /M ...
» როგორ დავამატოთ სია ...
» JoiN.Ge oficial Server
» Deutschland Ein Sommerm
» Inception (2010 / CAMRip / 700MB)
» Синсэнгуми: Демон сакуры (12 се ...
» Pink Floyd - Roger Waters - Radio KAOS (1998)
» Join.Ge - Forum - შემოგვიერთდი ...
 

 


 

 
ახლა საიტზე არიან

  სტუმრები : 37
  წევრები : Gio_Gziro95

 

» Mus.Ge - Best Mp3 Portal
» Learning.Ge - E-Books
» Alazani.Ge - Music
» Fans.Ge - Music
» Sweet Blog
» NewFiles.Ge - Warez
» Chat.Ge - Chat
» Just.Ge - Warez
» Edu-Guide.Ge - Education
» Edu-Child.Ge - Education
» Opa.Ge - Warez


 
Pro Evolution Soccer Georgian Site
BIV Ltd





 
Copyright © 2008-2009 JOIN.GE \\ designed by OKILI