
დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს („დემოს“ — ხალხი; „კრატოს“ — კანონი, ძალა) დემოკრატია სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, ბიოლოგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.
დემოკრატია როგორც ასეთი, განსხვავდება ერთი (მონარქია, ავტოკრატია), ან რამდენიმე პირის (არისტოკრატია, ოლიგარქია) მმართველობისაგან. წარმომადგენლობით სახელმწიფო სტრუქტურებში ამომრჩევლები პერიოდულად ირჩევენ თავის წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხს აგებენ მათ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.
დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხის მიერ არჩეულმა მართველმა უნდა უზრუნველყოს დემოკრატიის მთავარი პრინციპის დაცვა როგორიცა:- სიტყვის და მოსაზრების თავისუფლება, "მისი გამოხატვის სხვადასხვა ფორმა მიტინგი მანიფესტაცია თუ სხვა.." არჩევანის თავისუფლება"ყველა გეგებით" მედია სივცის თავისუფლება, სასამართლო სტრუქტურის აბსოლიტური დამოუკიდებლობა და ჩაურევლობა... განურჩევლდ ერისა, რასისა და წარმომავლობისა ყველა ადამიანის თანასწორობა და დაცულობა... ჭეშმარიტად დემოკრატიული პრინციპებზე აგებული სახელმწიფოში ადამიანი თვითონ წყვიტავს რა უნდა და როგორ ხოლო მის აზრს თუ სამართლიანობას კანონი იცავს და არეგულირებს.
დემოკრატია არსებუ თუ ყოფილი მართველობის ფორმებიდან როგორიცაა ავტოკრატია არისტოკრატია დიქტატურა მონარქია კონსტიტუციური მონარქია ოლიგარქია ფედერალიზმი ყველაზე ლმობიერი და ამავდროულათ კანონის უზენაესობაზეა აგებული მართველობის ფორმა, სადაც ადამიანის კანონიერი უფლება და თავისუფლება ყველაზე მკაფიოდაა დაცული.
თუ ფაილი წაშლილია დააჭირეთ აქ!
|