ცივი ომი » Join.Ge - Free Download
   Set as home page    დაამატე რჩეულებში ::JOIN.GE::    Send e-mail to us
 
Xoxma.Ge - იუმორი, ხოხმა, კურიოზი, სიცილი

 
 
   

 
 
სახელი
პაროლი
 
 

 
 
აუცილებლად ყველა გაეცანით საიტის წესებს
 

 
 


Alternative Rock
Blues
Classical
Country
Dance
Electronic
Folk & Traditional
Hip-Hop
Industrial
Instrumental
Jazz
Metal
New Age
Opera
Other
Pop
R&B
Rap
Reggae
Retro
Rock
Soul
Techno
Trance
Vocal


 

 
 
სიახლეები:
  ბოლო საათში: 2
  ბოლო დღე-ღამეში: 21
  ბოლო თვეში: 559
  სულ: 10225
  ელოდება მოდერაციას: 5
 
მომხმარებლები:
  ახალი: 37
  ბოლო საათში: 5
  ბოლო თვეში: 1104
  სულ: 19012
  ბანდადებული:0

უახლესი წევრი: velopi

სრული სტატისტიკა
 

 

ცივი ომი

კატეგორია:  სტატიები / Articles30 ივლისი 2009

ცივი ომი


ცივი ომი ეს ფრაზა ალბათ ყველას გსმენიათ... ეს თემა 1990 წლების მერე თითქოს დასრულებული იყო და ცივი ომიც დროებით დავიწყებას მიეცა... მაგრამ როგორც ჩანს ძალიან ცოტა ხნით რადგან შარშნდელი აგვისტოს მოვლენების შემდეგ ისევ აქტუალური გახდა... რადგან რუსეთი იგძნო რა რომ ის კარგავს გავლენის სფეროებს მეზობელ სახელმწიფოებზე და ამერიკა და სამხედრო გაერთიანება ნატო მის საზგვრებს სახიფათოთ მიუახლოვდა... რუსეთმა ცალმხრივად სცადა მსოფლიო რუკის შეცვლა და ამას მთელი ცივილიზებური მსოფლიო წინ აღუდგა ამიერიკის, ევროპისა თუ აზიის არცერთი სახელმწიფო მის ამ უგუნურ ნაბიჯს არ აყვა და რუსეთი ფაკტობრივათ მარტოა დარჩა მთელი მსოფლიოს წინაღმდეგ... ის კარგავს მის მთავა კოზირებს აკონტროლოს მსოფლიოს გარკვეული ნაწილი და მანიპულიერბა მოახდინოს მასზე. დღეს-დღეობით ისევ აქტუალური ხდება ცივი ომის საშიშროება თუმცა როგორც ჩანს ამჯერათ რუსეთი მარტოა და არ ყავს ძლიერი მოკავშიერბი როგორც მაშინ როცა ეს ომი რუსეთსა და ამიერიკას შორის წარმოებდა

ტერმინი, რომლითაც აღინიშნებოდა მწვავე პოლიტიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება, ერთი მხრივ, აშშ–სა და დასავლეთის სხვა წამყვან სახელმწიფოებს, ხოლო, მეორე მხრივ, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტებს შორის, რამაც თავი იჩინა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში და 90–იანი წლების დასაწყისამდე გრძელდებოდა. ტერმინი ეკუთვნის ამერიკელ ჟურნალისტ ჰ. სვოუპს და ფართოდ გავრცელდა უ. ლიმპანის სტატიებისა და გამოსვლების შედეგად. ც.ო. გამოხატვდა XX ს–ის მეორე ნახევრის საერთაშორისო ურთიერთობათა ძირითად შინაარს, როცა მსოფლიოს ორ ძირითად პოლუსს შორის არც ომი იყო და არც მშვიდობა. 1945 წელს, ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდგ, სსრ კავშირი და აშშ წარმოადგენენ მსოფლიოს ორად ორ სუპერსახელმწიფოს. სსრ კავშირმა ფაშიზმისაგან გაათავისუფლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგრამ თვითონვე მოახდინა მათი ოკუპაცია. ასევე აშშ–მა გადამწყვეტი როლი შეასრულა დასავლეთ ევროპის განთავისუფლებაში. დამარცხებული გერმანიის ტერიტორია ოთხ საოკუპაციო ზონად დაიყო (სსრ კავშირის, აშშ–ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის). 1947 წლისათვის ცხადი გახდა, რომ სსრ კავშირს განზრახული ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმის დამყარება. აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც დაინახეს კომუნიზმის ექსპანსიის რეალური საფრთხე, აშკარად დაუპირისპირდნენ სსრ კავშირს. შეიქმნა ე.წ. „სსრ კავშირის აგრესიის შეკავების თეორია“. ეს დაპირისპირება ლიტერატურაში ხშირად „აღმოსავლეთ–დასავლეთის“ დაპირისპირების სახელით მოიხსენიება. ც.ო–ის ძირითადი კრიზისული მომენტებია: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პროსაბჭოთა კომუნისტური რეჟიმების დამკვიდრება (1945–48), ბერლინის კრიზისი (1948-49), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა (1949), კომუნისტური რეჟიმის დამყარება ჩინეთში (1949), კორეის ომი (1950-53), სსრ კავშირის მიერ უნგრეთის სამხედრო ოკუპაცია (1956), ბერლინის კედლის მშენებლობა (1961), კარიბის კრიზისი (1962), ვიეტნამის ომი (1965-72), ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია (1968) და სხვა. ამ დაპირისპირებებმა მსოფლიო რამდენჯერმე დააყენეს ბირთვული ომის საფრთხის წინაშე. ც. ო–ის პერიოდში აშშ–მა შეძლო გამხდარიყო დასავლეთის, ანუ კაპიტალისტური სამყაროს ლიდერი, დასავლური ცივილიზაციისა და ლიბერალურ–დემოკრატიულ ღირებულებათა გადარჩენის გარანტი. ამასთან ერთად ცხადი გახდა, რომ აშშ ცდილობდა მთელ არაკომუნისტურ სამყაროში ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბატონობის მოპოვებას, რის გამოც ევროპისა და იაპონიის მედგარ წინააღმდეგობას აწყობდა, თუმცა კომუნისტურ სამყაროსთან ბრძოლის აუცილებლობა პირველ ხანებში ანელებდა ამ წინააღმდეგობას. ამიტომ აშშ–ისათვის დამახასიათებელი იზოლაციონისტური (იხ. იზოლაციონიზმი) პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა 150 წლის განმავლობაში ატარებდა, შეიცვალა უაღრესად აქტიური საგარეო პოლიტიკური კურსით. კომუნიზმის შეჩერების საბაბით აშშ–მა განახორციელა ისეთი დიდი ღონისძიებები, როგორიც იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებისადმი ფართომასშტაბიანი ეკონომიკური დახმარება (მარშალის გეგმა), საბერძნეთისა და თურქეთისათვის სამხედრო მხარდაჭერა, ნატოს ჩამოყალიბება, გფრ–ისათვის ყოველნაირად ხელშეწყობა და მისი ნატოში გაწევრიანება, სეატოსა და სენტოს სამხედრო ბლოკების შექმნა და სხვა. 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაძაბულობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის შედარებით შენელდა. ამ ერთგვარი „განმუხტვის“ (დეტანტის პოლიტიკისა, როგორც ამას აშშ–ში უწოდებენ და პრეზიდენტ ნიქსონის სახელს უკავშირებენ) შედეგები იყო ოთხმხრივი შეთანხმება დასავლეთ ბერლინის შესახებ (1971), სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებები აშშ–სა და სსრკ–ს შორის (1972 და 1979), ვიეტნამის ომის დამთავრება (1973), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის თათბირი (1975) და სხვ. თუმცა ამ გარეგნული სიმშვიდის ფონზე გრძელდებოდა სერიოზული დაპირისპირება უფრო ფარული ფორმით და, რაც მთავარია, ახალ გეოპოლიტიკურ რეგიონებზე (ახალო აღმოსავლეთი, ტროპიკული აფრიკა, სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია, ცენტრალური ამერიკა) გავლენის მოპოვების მიზნით. 70-იანი წლების ბოლოსათვის ც. ო–ს ძირითადად აქცია–რეაქციის სახე ჰქონდა, როდესაც ერთი მხარე დაუყოვნებლივ ახდენს საპასუხო რეაქციას მეორე მხარის მოქმედებაზე. ც. ო–ის მიზეზებისა და შინაარსის შესახებ არსებობს სამი განსხვავებული შეხედულება. პირველი მათგანის მიხედვით, რომელიც დასავლეთის სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში იყო მიღებული, ც. ო–ის წარმოშობაში მთავარი დამნაშავე არის საბჭოთა კავშირი და მისი კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც მიზნად დაისახა მთელი მსოფლიოს „გაწითლება“, აშშ კი იძულებული გახდა წინ აღდგომოდა საბჭოთა ექსპანსიონიზმის საფრთხეს და გადაერჩინა დასავლური ფასეულობანი. მეორე შეხედულებით (საბჭოური შეხედულება), ც. ო. გამოიწვია აშშ–ის იმპერალისტურმა მისწრაფებებმა მსოფლიო ბატონობისაკენ და კომუნიზმის განადგურების განზრახვამ. მესამე შეხედულებით, გერმანიის განადგურებამ წარმოშვა ძალის ვაკუუმი ევროპაში და ორი სუპერძალა (აშშ და სსრკ) ცდილობდა შეევსო ეს ვაკუუმი. მაშასადამე, ც. ო. იყო ჩვეულებრივი კონფლიქტი ბიპოლარული მსოფლიოს ორ ზესახელმწიფოს შორის და იდეოლოგიური მომენტი აქ მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებდა. 80-იანი წლების პირველ ნახევარში დაძაბულობა მკვეთრად გაძლიერდა, რაც გამოიწვია საბჭოთა კავშირის ინტერვენციამ ავღანეთში. ორივე მხარემ მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ხარჯები, ბირთვული არსენალი და სამხედრო ბაზების რიცხვი. კულმინაციას მიაღწია იდეოლოგიურმა დაპირისპირებებმაც. მაგრამ, 1985 წლიდან საბჭოთა კავშირში დაწყებულმა და განხორციელებულმა „პერესტროიკის კურსმა“ არსებითი ცვლილებები შეიტანა ც. ო–ისა და, საერთოდ, საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიაში. სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვამ და საბჭოთა ჯარების გამოყვანამ ავღანეთიდან საერთაშორისო ვითარება სასიკეთოდ შემოაბრუნა, ხოლო ბერლინის კედლის დანგრევა, კომუნისტური რეჟიმის დამხობა აღმოსავლეთ ევროპაში და იქიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლა მომასწავებელი გახდა ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის დასასრულისა. 1992 წლის დამდეგისათვის, როდესაც საბჭოთა კავშირი როგორც სახელმწიფო უკვე აღარ არსებობდა და კომუნისტური რეჟიმი მთელს ევროპაში დაემხო, ც. ო. ისტორიის კუთვნილება გახდა.

Files.Ge -
თუ ფაილი წაშლილია დააჭირეთ აქ!

 
ძვირფასო სტუმარო, თქვენ არ ხართ საიტზე დარეგისტრირებული. გირჩევთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საკუთარი სახელით, რათა იხილოთ საიტი სრულყოფილად.

მსგავსი სიახლეები:



 
 

 
#3 ავტორი: zeppelina (1 აგვისტო 2009 14:56)

არა მგონია ეხლა რუსეთს კიდე რამის ტრაკი ჰქონდეს


 
#2 ავტორი: R A M M S † E I N (30 ივლისი 2009 17:41)

DOORS,
მე-100 ს გილოცავ.. ხო რაც შეეხება ახალ ომს საქარველოსა და რუსეთს შორის მგონია რო არ იქნება უფრო მესამე მსოფლიო ომი დაიწყება ახლო მომავალში! ასე მგონიაა


--------------------


 
#1 ავტორი: DOORS (30 ივლისი 2009 16:42)

გამოთქვით თქვენი აზრი არსებობს თუ არა ცივი ომის განახლების შანსი და აქ თუ არა რუსეთს ამის რესურსი.

მეასე სიახლე რა მშვენიერი თემით დავხურე არა? wink


--------------------

ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

 
 

 

 
  » Gossip Girl Season 1 Episode 1 - 18 [RUS]
» Gossip Girl Season 2 Episode 1 - 25 (25) [RUS] (OthFilm ...
» Anry - My Poetry (Part1) 2008-2009
» Маргоша 2 (2 й сезон, 1 -90 серии) /M ...
» Gossip Girl Season 3 Eposode 1 - 12 [ENG] (RUS SUBs)
» Shua Qalaqshi/შუა ქალაქში [Season6]
» 24 Hour / 24 часа / 24 საათი Season 8 Epi ...
» Deep Purple - California Jam [1974 ] ( DVD5)
» The Other Bank / გაღმა ნაპირი
» Rocky I, II, III, IV, V, Rocky Balboa / Рокки I, I ...
 

 


 

 
ახლა საიტზე არიან

  სტუმრები : 107
  წევრები : oho, gobrona, Gagiusa, velopi

 

» Mus.Ge - Best Mp3 Portal
» GOM.GE - Warez
» Learning.Ge - E-Books
» Alazani.Ge - Music
» Metalcradle.Com - Music
» Empty Heaven Blog
» Fans.Ge - Music
» Sweet Blog
» NewFiles.Ge - Warez
» Babilina.Ge
» Kvariati.net
» Chat.Ge - Chat
» Just.Ge - Warez


 
Wap Files Georgia











 
Copyright © 2008-2009 JOIN.GE \\ designed by OKILI