როგორ გადაურჩა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომს » Join.Ge - Free Download
   Set as home page    დაამატე რჩეულებში ::JOIN.GE::    Send e-mail to us
 

 
 
   

 
 
სახელი
პაროლი
 
 

 
 
აუცილებლად ყველა გაეცანით საიტის წესებს
 

 
 


მძაფრსიუჟეტიანი
სათავგადასავლო
ანიმაციური
ბიოგრაფიული
კომედია
კრიმინალი
დოკუმენტური
დრამა
საოჯახო
კრიმინალ. დრამა
ისტორიული
საშინელებათა
მუსიკალური
მისტიკა
რომანსი
მოკლემეტრაჟიანი
სპორტული
თრილერი
სერიალი
საომარი
ვესტერნი


 

 
   

 

როგორ გადაურჩა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომს

კატეგორია:  სტატიები / Articles11 სექტემბერი 2009

როგორ გადაურჩა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომს


– კი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ასეთი ბაზა? – შუბლი შეიკრა ხრუშჩოვმა.

– არა, ნიკიტა სერგეევიჩ!

– ცუდია. რას გვთავაზობთ თქვენ, როგორც თავდაცვის მინისტრი?

– გამოსავალი ერთია. კუბაში რაკეტები უნდა განვალაგოთ.

– რაო?

– დიახ, ნიკიტა სერგეევიჩ. ახლა ეს შესაძლებელია. იქ ხომ რევოლუცია მოხდა და ხელისუფლებაში ფიდელ კასტრო მოვიდა.


კასტროს ხსენებაზე ხრუშჩოვი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა. ამ ლიდერზე მას არცთუ კარგი შეხედულება ჰქონდა.

– კუბაში რაკეტების განლაგება უტოპიაა, – თქვა ხრუშჩოვმა, – რაიმე სხვა გამოსავალი მოძებნეთ, გასაგებია?!

– გასაგებია, ნიკიტა სერგეევიჩ.


როგორ გადაურჩა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომსტოდორ ჟივკოვის წინადადება

1960 წელს ხრუშჩოვი ოფიციალური ვიზიტით უნდა სწვეოდა ბულგარეთს. ცოტა ხნით ადრე ბულგარეთს მარშალი გრეჩკო ეწვია. ოფიციალურად მას ოქროს ნაპირზე უნდა დაესვენა. თუმცა ეს მხოლოდ საბაბი იყო. გრეჩკო საიდუმლოდ შეხვდა ბულგარეთის მაშინდელ დიქტატორ ტოდორ ჟივკოვს. რაზე ისაუბრეს, დღემდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხრუშჩოვთან შეხვედრისას ჟივკოვმა კვლავ წამოჭრა რაკეტების განლაგების საკითხი:

– იზმირში განთავსებული ამერიკული რაკეტები ემუქრებიან ბულგარეთს. ჩვენ თავს დაცულად არ ვგრძნობთ და მივმართავთ რუს ძმებს დახმარებისთვის.

– რუსეთი არასოდეს მიატოვებს ბულგარეთს, – მტკიცედ მიუგო ხრუშჩოვმა, – ჩვენ განვახორციელებთ კონტრზომებს. ამერიკელებს ეს თავხედობა ძვირი დაუჯდებათ.

– ჩვენ მზად ვართ დაგითმოთ ჩვენი ტერიტორია რაკეტების განლაგებისთვის.

– დიდი მადლობა. ვფიქრობ, რაკეტები უნდა განლაგდეს ამერიკის საზღვრებთან ახლოს, რათა ვაშინგტონი რამდენიმე საათში აღიგავოს პირისაგან მიწისა, – და ხრუშჩოვმა ხელები დამუშტა.


მოსკოვში დაბრუნებულმა ნიკიტა სერგეევიჩმა სასწრაფოდ მოიწვია ცენტრალური კომიტეტის წევრები.

– ჩემი აზრით, აუცილებელია დეტალურად იქნას გაანალიზებული კუბაში განვითარებული მოვლენები, შეიძლება თუ არა, რომ ფიდელ კასტროს ამხანაგი ვუწოდოთ და რამდენად შესაძლებელია მასთან საქმის დაჭერა, – ხრუშჩოვს თვალები ანთებოდა. ახლა ის საჩხუბრად იწევდა.

კენედი ქათამია

მალე ხრუშჩოვს დაწვრილებითი მოხსენება მიართვეს კუბის მოვლენების შესახებ.

როგორ გადაურჩა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომს– კასტრო ავტორიტარული ყაიდის პოპულისტი ლიდერია. მას არ გააჩნია არც პრინციპები და არც იდეოლოგია. ამ კაცს სურს მხოლოდ შეუზღუდავი ძალაუფლება. ის ყველაფერზე წავა, რათა ამას მიაღწიოს.

მოხსენებით ხრუშჩოვი კმაყოფილი დარჩა. შექმნილ ვითარებაში კასტროსა და მოსკოვის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა. აშკარა იყო, რომ რუსეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ფიდელი დათანხმდებოდა რაკეტების განლაგებაზე.

საბოლოო გადაწყვეტილება ხრუშჩოვმა აშშ–ს ახალ პრეზიდენტთან, კენედისთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. გლეხური აღზრდისა და პლებეური მანერების ხრუშჩოვი ამრეზით უყურებდა ინტელიგენტებს. კენედი კი დახვეწილი ინტელიგენტი იყო. ხრუშჩოვმაც ჩათვალა, რომ ასეთი კაცი უხეში ძალის წინაშე უკან დაიხევდა:

– კენედი ქათამია! როგორც კი მაგარი რუსული მუშტი მოხვდება, აზლუქუნდება და დედიკოს დაუძახებს.

და ნიკიტა სერგეევიჩმაც გასცა განკარგულება კუბაში რაკეტების განლაგების შესახებ.

საბჭოთა დელეგაცია ჰავანაში

მალე საბჭოთა დელეგაცია კუბაში გაემგზავრა. მასში შედიოდნენ: მარშალი ბირიუზოვო, გენერალი ივანოვი და უზბეკეთის კომპარტიის ცკ–ს პირველი მდივანი რაშიდოვი. ჰავანაში ისინი შეხვდნენ ფიდელ კასტროს. მარშალმა ბირიუზოვმა პირდაპირ განაცხადა:

– ჩვენ მზად ვართ დავიცვათ კუბის რევოლუცია. ამ მიზნით განვალაგებთ კუბაში რაკეტებს.

კასტროს ამ სიტყვებზე ფერი ეცვალა. რუსებთან მოლაპარაკებისას მან არაერთხელ მოითხოვა განეთავსებინათ კუბაში ბირთვული იარაღი, თუმცა ეს თამაში იყო. კასტროს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მოსკოვი ასე ღრმად არ შეტოპავდა. თავის ძმა რაულთან და ჩე გევარასთან საუბარში მან ეს არ დამალა:

– ხრუშჩოვი გაგიჟდა! მას არ ესმის, რომ მესამე მსოფლიო ომს აჩაღებს! კუბა კი საომარი მოქმედების მთავარი არენა გახდება!

– არაფერია! – ყრუდ თქვა ჩე გევარამ, – ამერიკა არ წავა ომზე! თუ რუსები ბოლომდე სიმტკიცეს გამოიჩენენ, იანკები უკან დაიხევენ და რევოლუციის დროშა მთელ ლათინურ ამერიკაზე აფრიალდება!


როგორ გადაურჩა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომსკასტრომ არაფერი უპასუხა.

– რაც მოხდა, ძალიან ცუდია, – ჩაერია რაულ კასტრო, – მაგრამ ჩვენ აღარ დაგვრჩა სხვა გამოსავალი. ამიტომ ხრუშჩოვის წინადადება უნდა მივიღოთ, თუმცა ჩვენი პოზიცია მაქსიმალურად ხისტი უნდა იყოს.

– მართალია, – კვერი დაუკრა ფიდელმა, – ეს გააძნელებს რუსების გარიგებას ამერიკელებთან ჩვენს ხარჯზე.


ამერიკელთა რეაქცია

კუბაში რაკეტების განლაგება საიდუმლოდ მიმდინარეობდა. ოპერაციას ერქვა "ანადირი". ხრუშჩოვს არ ჰქონდა ილუზია, რომ რაკეტების განლაგება შეუმჩნეველი დარჩებოდა. საქმე ის იყო, თუ როდის აღმოაჩენდნენ ამას ამერიკელები. ხრუშჩოვი თვლიდა, რომ თუკი ვაშინგტონში მაშინ იტაცებდნენ თავში ხელს, როდესაც რაკეტები უკვე დამონტაჟებული იქნებოდა, საქმეც მოგვარდებოდა. ამერიკა დადგებოდა მომხდარი ფაქტის წინაშე და სხვა გამოსავალი აღარ დარჩებოდა, გარდა იმისა, რომ შეგუებოდა რუსულ რაკეტებს.

ამასობაში კი სსრკ–დან მოხდა ინფორმაციის გაჟონვა. პოდპოლკოვნიკმა პენკოვსკიმ ოპერატიულად აცნობა ამერიკელებს კუბაში რაკეტების განლაგების ამბავი. მალე კუბის თავზე ამერიკული თვითმფრინავები გამოჩნდნენ. მათ დააფიქსირეს, რომ მოსკოვმა მართლაც დაიწყო რაკეტების განლაგება.

პრეზიდენტმა კენედიმ უმალ შექმნა ყველაზე დაახლოებულ მრჩეველთა კომიტეტი (სულ 14 კაცი). იქ უმაღლესი კლასის სპეციალისტებმა მოიყარეს თავი. მათი რჩევები დაეხმარნენ კენედის დაეკავებინა სწორი პოზიცია. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან გენერლები მოითხოვდნენ:

– აუცილებელია კუბაში სამხედრო შეჭრა და რაც შეიძლება სწრაფად!

არსებობდა მეორე მოსაზრებაც: კუბის ბლოკადა. კენედის ამ ორი გზიდან ერთ–ერთი უნდა აერჩია. რუსები ხომ აშკარა აგრესიაზე წამოვიდნენ და დუმილი უკვე აღარ შეიძლებოდა.

– კუბაში შეჭრა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს. კასტროს უკან ხომ რუსები დგანან. ბლოკადაც ომის გამოცხადებას ნიშნავს.

– მაშ რა ვქნათ?როგორ გადაურჩა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომს

– კუბის ბლოკადა აუცილებელია! მაგრამ ამისთვის საჭიროა გაეროს სანქცია.


ინციდენტი გაეროში

გაეროში ამერიკელებს უპირობო მხარდაჭერა აღმოუჩინეს. შემდგომში ჰენრი კისინჯერი აღნიშნავდა, რომ ასეთი მხარდაჭერა მოულოდნელიც იყო. რუსები იზოლაციაში აღმოჩდნენ. ამან გააცოფა ხრუშჩოვი. როდესაც ამერიკის წარმომადგენელი წამოდგა და ბრალდებები წამოაყენა, ხრუშჩოვმა პროტესტის ნიშნად ყვირილი დაიწყო. მას ყურადღება არავინ მიაქცია. ამერიკელი განაგრძობდა ლაპარაკს. მაშინ ხრუშჩოვმა ორი თითი პირში ჩაიდო და სცადა დაესტვინა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, რადგან სტვენა არ იცოდა.

გააფთრებულმა ხრუშჩოვმა ფეხსაცმელი გაიხადა და მაგიდაზე დააბრახუნა, თან გაჰყვიროდა:

– ჩვენ თქვენ დაგმარხავთ. ჩვენ გავაცამტვერებთ ამერიკას!

– კეთილი, მისტერ ხრუშჩოვ, ვინ ვის დამარხავს, ეს მალე გამოჩნდება, – ცივად, მაგრამ ზრდილობიანად მიუგო ამერიკის წარმომადგენელმა.


გაერომ მხარი დაუჭირა კუბის ბლოკადას. ნიკიტა სერგეევიჩი ამან კიდევ უფრო გააცოფა:

– ბლოკადა უკანონოა. ნებისმიერ გემს, რომელიც კუბის ნაპირებს მიუახლოვდება, ჩავძირავთ, – დაიღრიალა მან.

გაეროში ხრუშჩოვის ხულიგნური საქციელისთვის საბჭოთა კავშირს გვარიანი ჯარიმის გადახდა მოუწია. მაშინ ამაზე არავინ ამახვილებდა ყურადღებას. კაცობრიობა ხომ რეალურად დადგა ომის საფრთხის წინაშე.

შავი შაბათი

მალე ამერიკული სამხედრო ხომალდები კუბისკენ დაიძრნენ. პარალელურად საბჭოთა თვითმფრინავებმა კარიბის ზღვაში პატრულირება დაიწყეს. საბჭოთა არმიასა და ვარშავის ბლოკის ჯარებში გამოცხადდა საბრძოლო მზადყოფნა. კენედის ბრძანებით, საბრძოლო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი ამერიკული არმიაც. ხრუშჩოვი ვერ მალავდა გაოცებას:

– მე ის ქათამი მეგონა, ის კი...

ახლა ნიკიტა სერგეევიჩი ხედავდა, რომ ღრმად შეტოპა. კენედი სულაც არ გამოდგა დოყლაპია და რუსულ უხეშ ძალასაც დაუპირისპირა ძალა. მეტიც, სსრ კავშირი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. მხოლოდ ფიდელ კასტრო გამოხატავდა აღფრთოვანებას კრემლის მიმართ. ხრუშჩოვმაც დაიწყო ფიქრი უკანდახევის შესახებ. ოღონდ ეს უკანდახევა ღირსეული უნდა ყოფილიყო. მალე სსრკ–ს ელჩმა ვაშინგტონში დობრინინმა პრეზიდენტ კენედის განუცხადა:

– ჩვენ მზად ვართ გავიტანოთ კუბიდან რაკეტები, თუკი ამერიკა გაიტანს რაკეტებს თურქეთიდან!

– თურქეთიდან ჩვენი რაკეტების გატანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, – ცივად მიუგო კენედიმ.


მალე ხრუშჩოვმა მორიგი წერილი გაუგზავნა აშშ–ს პრეზიდენტს. ის დიდად განსხვავდებოდა წინა გზავნილებისგან, სადაც მხოლოდ მუქარა იყო. ახლა ხრუშჩოვი გამოთქვამდა მზადყოფნას კუბიდან რაკეტების გატანის თაობაზე. ის აღარ მოითხოვდა თურქეთიდან ამერიკული რაკეტების გატანას. ნიკიტა სერგეევიჩი კმაყოფილდებოდა მხოლოდ გარანტიებით, რომ ამერიკა არ მოახდენდა კუბაში შეჭრას და არ დაამხობდა კასტროს რეჟიმს. ამ წერილის შესახებ ფიდელ კასტრომაც შეიტყო. ის დაუკავშირდა ხრუშჩოვს და განუცხადა:

– ჩემი ხალხი თქვენს ამჟამინდელ პოზიციას ვერ გაიგებს და ვერ მოიწონებს.

კასტრო თავისი გეგმის მიხედვით მოქმედებდა. ის მოითხოვდა, რათა მოსკოვს განეგრძო კუნთების თამაში და აეძულებინა ამერიკელები უკან დაეხიათ. ამ პოზიციას რუსული გენერალიტეტიც იზიარებდა. როგორც კი გამოიკვეთა, რომ ხრუშჩოვი უკან იხევდა, მოხდა ახალი ინციდენტი. 1962 წლის 27 ოქტომბერს შაბათს საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალებმა კუბასთან ჩამოაგდეს ამერიკული თვითმფრინავი უ–2. ამ დროს დაიღუპა მფრინავი მაიორი ანდერსონი. დღეს დადგენილია, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება მარშალმა გრეჩკომ გასცა.

როგორ გადაურჩა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომსკრიზისის განმუხტვა

საბედნიეროდ, მაიორი ანდერსონი კარიბის კრიზისის ერთადერთი მსხვერპლი აღმოჩნდა. არც კენედი და არც ხრუშჩოვი არ წავიდნენ შემდგომ გამწვავებაზე. ხრუშჩოვი დათანხმდა კუბიდან რაკეტების გატანას, კენედიმ კი გადაყლაპა მაიორ ანდერსონის სიკვდილი.

– რაკეტების გატანა ერთბაშად ვერ მოხდება, – განაცხადა ხრუშჩოვმა კენედისთან სატელეფონო საუბარში.

ნიკიტა სერგეევიჩი მაინც ცდილობდა თუნდაც პოზის შენარჩუნებას.

– ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს, – მიუგო აშშ–ს პრეზიდენტმა.

კენედიმ მტკიცე და სწორი პოზიცია შეიმუშავა. რუსეთიც იძულებული გახდა 1962 წლის ნოემბრის ბოლოსთვის დაესრულებინა რაკეტების გატანა. ამ დროს კენედიმაც გამოაცხადა, რომ ხსნის კუბის ბლოკადას.

– მესამე მსოფლიო ომი აღარ იქნება. კაცობრიობა გადარჩა!

ვაშინგტონში ზეიმობდნენ, ხარობდა მთელი ცივილიზებული მსოფლიო. მხოლოდ სსრკ–ში იყო სიჩუმე. ის, რომ ხრუშჩოვმა ქვეყანა ომის ზღვარზე დააყენა, აქაურმა საზოგადოებამ ჯერ არ იცოდა. კარიბის კრიზისზე მეტ–ნაკლებად სრული ინფორმაცია საბჭოთა მოქალაქეებმა მხოლოდ "პერესტროიკის" დროს მიიღეს.

მოამზადა ბექა ლაგვილავამ

სხვა -
თუ ფაილი წაშლილია დააჭირეთ აქ!

 
ძვირფასო სტუმარო, თქვენ არ ხართ საიტზე დარეგისტრირებული. გირჩევთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საკუთარი სახელით, რათა იხილოთ საიტი სრულყოფილად.

მსგავსი სიახლეები:



 
 

 
#1 ავტორი: zezva-z1 (20 სექტემბერი 2009 22:12)

საგოლლლლლ

ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

 
 

 

 
  » Need For Speed Most Wanted (2008/RUS/REPACK)
» Anry - My Poetry (Part1) 2008-2009
» Маргоша 2 (2 й сезон, 1 -90 серии) /M ...
» როგორ დავამატოთ სია ...
» JoiN.Ge oficial Server
» Deutschland Ein Sommerm
» Inception (2010 / CAMRip / 700MB)
» Синсэнгуми: Демон сакуры (12 се ...
» Pink Floyd - Roger Waters - Radio KAOS (1998)
» Join.Ge - Forum - შემოგვიერთდი ...
 

 


 

 
ახლა საიტზე არიან

  სტუმრები : 22
  წევრები : Gio_Gziro95, beqa95

 

» Mus.Ge - Best Mp3 Portal
» Learning.Ge - E-Books
» Alazani.Ge - Music
» Fans.Ge - Music
» Sweet Blog
» NewFiles.Ge - Warez
» Chat.Ge - Chat
» Just.Ge - Warez
» Edu-Guide.Ge - Education
» Edu-Child.Ge - Education
» Opa.Ge - Warez


 
Pro Evolution Soccer Georgian Site
BIV Ltd





 
Copyright © 2008-2009 JOIN.GE \\ designed by OKILI