Nightwish - Bye Bye Tarja » Join.Ge - Free Download
   Set as home page    დაამატე რჩეულებში ::JOIN.GE::    Send e-mail to us
 

 
 
   

 
 
სახელი
პაროლი
 
 

 
 
აუცილებლად ყველა გაეცანით საიტის წესებს
 

 
 


Alternative Rock
Blues
Classical
Country
Dance
Electronic
Folk & Traditional
Hip-Hop
Industrial
Instrumental
Jazz
Metal
New Age
Opera
Other
Pop
R&B
Rap
Reggae
Retro
Rock
Soul
Techno
Trance
Vocal


 

 
   

 

Nightwish - Bye Bye Tarja

კატეგორია:  სტატიები / Articles22 დეკემბერი 2008

Nightwish - Bye Bye Tarja


ტომასის წერილი

ძვირფასო ტარია... დრო დადგა არჩევანისა, Nightwish-ის ისტორია აქ მთავდება, მაგრამ ეს დროებითია, Nightwish-ი ისევ იცოცხელბს. ჯერ 9 წელია რაც ეს ჯგუფი არსებობს და ჩვენ მზად არ ვართ მივატოვოთ იგი. Nightwish არის სიცოცხლის გზა და ჩვენ არ შეგვიძლია გავუშვათ იგი ხელიდან...
ეს ნათელია, რომ ჩვენ შენთად და მარსელოსთან ( ქმარი ) ერთად არ შეგვიძლია მუშაობა. ამ ბოლო წელიწადში მოხდა ის, რაც არ შემიძლია ამოვიგდო თავიდან, ყოველდღე მახსენდება შენი სიტყვები, თუმცა საბედნიეროდ შენი საქციელი დიდხანს ვეღარ გასტენს, მე ვერც ვიჯერებ რომ ჩემს ძველ მეგობარს ვეღარ ვნახავ, თუმცა ვერც ისე ხშირად გხედავდი. ადამიანი, რომელიც 1 წლის მანძილზე არ ელაპარაკება თავის ახლობლებს, თავის ბენდს, ის ხომ მას აღარ ეკუთვნის?! ტა თქმა უნდა აუცილებელი იყო ბიზნესსა და შემოსავლებზე ზრუნვა , მაგრამ ისიც არ უნდა დაგევიწყებინა რომ ჩვენ ყოველთვის მუსიკას ვწერდით, რომელიც გულიდან მოდიოდა და ეს იყო ჩვენთვის გაცილებით მთავარი , ვიდრე ფული !... Nightwish-ი ეს არის მთლიანი ჯგუფი, ეს მთელი ემოციაა. შეთვის ბიზნესი, ფული, წარმატება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ემოცია,მაგრამ ამდენ ფულს ხომ არაფერი მოაქვს ემოციისთვის, ის მხოლოდ შიგნიდან მოდის. შენ უნდა ხვდებოდე რომ საკუთარი ნებით ჩამოსცილდი ჯგუფს და ეს უფრო ნათლად მაშინ დავინახე როცა ტორონტოში მიმავალ თვითმფრინავში მითხარი: "მე აღარ მჭირდება Nightwish-ი და დაიმახსოვრე ტომას, მე ნებისმიერ დროს შეიძლება დავტოვო იგი და მოგცეთ მხოლოდ ერთი დღის გაფრთხილება"
ამ სიტყვების შემდეგ მე ვეღარასდროს დაგიწერ სიმღერის ტექსტებს რომ იმღერო !
საკუთარ თავს უთხარი, რომ შენ იყავი ერთგავრი "სტუმარი მუსიკოსი" Nightwish-ის, ახლა კი ეს სტუმრობა დამთავრდა, შენ უნდა წახვიდე, ჩვენ კი ახალი ვოკალისტი ვიპოვოთ..
ჩვენ არასროს დაგვიძალებია შენთვის სიმღერის დაწერა, აწყობა და ასე შმდეგ, მაგრამ შენ ღირსადაც აღარ გვთვლიდი რეპეტიციაზე მოსულიყავი, 2004 წელს გერმანიაში თქვი რომ არ იმოგზაურებდი 2 კვირაზე მეტს, მხოლოდ იმის გამო რომ სცენაზე შენი მოსაწონი ტემპერატურა არ იყო, ან იმდენს არ გიხდიდნენ რამდენიც გინდოდა... შენ ყოველთვის გვარიდებდი თავს, ფრენის დროსაც განმარტოებულ კაბინაში გსურდა ყოფნა...
ჩვენ კი ყველაფერზე თვალს ვხუჭავდით, გარდა იმისა, რომ ვერ ვიტანდით როცა სიტყვას ტეხდი, თავს არიდებდი ფანებს !

პ.ს. შენ სხვა გზა არ მოგვეცი, ამიტომ დავწერე ეს, ხიდი შენსა ჩვენს შორის ძალიან დიდია და ეს ხიდი უფრო გაიზარდა მას შემდეგ რაც მარსელო გაიცანი. ასე რომ კარგად იყავი და ყველაფერს კარგს გისურვებთ ცხოვრებაში !... ტოჩკა !




Nightwish - Bye Bye Tarja



ტარიას საპასუხო წერილი


გასული კვირადღის დილიდან დაწყებული, ჟურნალები, გაზეთები, რადიო და ტელესადგურები, ფან-კლუბები, ფანები ფინეთიდან და მთელი მსოფლიოდან მთხოვენ ჩემი პოზიცია გამოვხატო. იმდენი თხოვნა მომდის, რომ ფიზიკურად არ მყოფნის დრო ყოველ მათგანზე პასუხის გასაცემად. ამიტომ გადავწყვიტე, ამ წერილის მეშვეობით შევატყობინო ჩემს ფანებს, ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას, თუ რას ვგრძნობ ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით.ეს არის მწუხარებისა და ტკივილის მომენტი და ძალიან მიჭირს საუბარი.
ამ წუთას მე არგენტინაში ვიმყოფები. იმედი მაქვს, გესმით, რომ ამ შოკისმომგვრელი ცვლილების შემდეგ, რომელიც განქორწინებას შემიძლია შევადარო, სურვილი არ მქონდა მარტო დავრჩენილიყავი შინ, ფინეთში. ჩემს ქმარს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა დაჯავშნული ბილეთები არგენტინის მიმართულებით და ბოლო მომენტში გადავწყვიტე, მასთან ერთად გავმგზავრებულიყავი.მაგრამ ის ფაქტი, რომ ახლა მე არგენტინაში ვარ და შორს ვიმყოფები, რასაკვირველია არ წარმოადგენს საბაბს სიტუაციაზე კომენტარის არ გასაკეთებლად.გასული პარასკევი, 21 ოქტომბერი, იყო დღე, რომელსაც მთელი ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა.მომზადება დავიწყეთ დილით ადრე. მე ძალიან ავად ვიყავი და ვნერვიულობდი, რომ რეპეტიციაზე სიმღერაც კი არ შემეძლო.
ასევე ვნერვიულობდი იმის გამო, რომ საკონცერტო პროგრამა უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე Nightwish-ის კონცერტებზე. გარდა ამისა, ჩვენ გვეყოლებოდა საგანგებო სტუმარი, რომელიც ჩვენთან ერთად გამოვიდოდა სცენაზე, ტანსაცმლის გამოცვლაც უფრო ხშირად მომიწევდა შოუს დროს, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე და ასევე პირველად გვექნებოდა დიდი ეკრანები და დეკორაციები სცენაზე.
ყველაფერთან ერთად, კონცერტი უნდა ჩაწერილიყო და გადაღებულიყო.
ჩვენმა ხუთეულმა როგორც იქნა მიაღწია იმას, რომ Hartwall Arena-ზე შევასრულებდით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა წინასწარ იცოდა, რომ კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდული იყო, სცენაზე გასულებმა დავინახეთ ფეხზე მდგომი ხალხით სავსე დარბაზი, რომელიც გაჰკიოდა და ტაშს უკრავდა. განუმეორებელი გრძნობა დაგვეუფლა.არასოდეს დამავიწყდება, როგორი საოცარი განცდა იყო, როდესაც ფინურმა პუბლიკამ ასეთი შესანიშნავი მიღება მოგვიწყო.
როდესაც კონცერტი დასრულდა, მე სცენაზე ვიდექი და ბედნიერებისგან ვტიროდი. ეს იყო სიხარულის ცრემლები, რადგან მე, როგორც ყოველთვის, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ავად ვიყავი. ეს იყო სიხარულის ცრემლები, რადგან ჩვენი ხანგრძლივი ტური დასრულდა ისე, რომ უკეთესის მოფიქრებაც კი არ შეიძლებოდა და სიხარულის ცრემლები კიდევ იმ საუკეთესო აღიარების გამო, რომელიც არტისტს შეუძლია მიიღოს: აპლოდისმენტები და მომღიმარი სახეები.
იმ მომენტში მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მალე ისევ მომიწევდა ტირილი.
კონცერტის შემდეგ ბიჭებმა კულისებში მიმიწვიეს და მთხოვეს, ერთმანეთს გადავხვეოდით. ეს ცოტა უცნაურად მომეჩვენა, იმიტომ რომ სწორედ ასე ვეხვეოდით ხოლმე ერთმანეთს ყოველი კონცერტის წინ. ეს ტრადიცია ყოველთვის უცვლელი რჩებოდა, მიუხედავად ჩვენს შორის დიდი ხნის განმავლობაში არსებული დაძაბულობისა.პირველი, რაც თავში მომივიდა იმ დროს, იყო სურვილი, მადლობა მეთქვა მათთვის. ასეც მოვიქეცი, მაგრამ პასუხად დუმილი მივიღე.
ამის შემდეგ მათ გადმომცეს წერილი და მთხოვეს, ის მეორე დღეს წამეკითხა. ეს სწორედ ის წერილია, რომელიც ამჟამად საზოგადოებისთვისაა ცნობილი.
მე წავიკითხე ეს წერილი და სახტად დავრჩი.
მაშინ არ ვიცოდი რა მეთქვა და ახლაც, ამ მომენტშიც, როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, არ ვიცი რა ვთქვა.მე ვგრძნობ დიდ ბრაზს ამ წერილში და ჯერ კიდევ ძალიან დაბნეული ვარ, მაგრამ არ მინდა ამ ბრაზს კიდევ უფრო მეტი ბრაზით ვუპასუხო. პირადი საკითხები არ უნდა ხდებოდეს საზოგადო განსჯის საკითხი.
ვიცი, რომ ახლა ყველასათვის მძიმე პერიოდი დგას, მათ შორის ბიჭებისთვისაც.
მაშინ, როდესაც ამდენი სხვადასხვა შესაძლებლობა და გზები ჰქონდათ იმის გამოსახატავად, რისი თქმაც ამ წერილით სურდათ, ვერ წარმომიდგენია, რატომ აირჩიეს მათ სწორედ ასეთი გზა. ძალიან ვწუხვარ, რომ ბიჭებმა ვერ გამიგეს. მე საერთოდ ვერ ვცნობ ჩემს თავს იმ პიროვნებაში, როგორადაც მათ მე აღმწერეს.
მათ ჩემზე ბევრი ცუდი რამე თქვეს, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ ამ ყველაფერში მარსელო, ჩემი ქმარი, გარიეს, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ეს არის ადამიანი, რომელიც მე მიყვარს, ჩემი მეგობარი და უდიდესი მხარდამჭერი მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში.ჩვენ 9 წელი ერთ ჯგუფში ვიყავით, ერთად გამოვიარეთ ავიც და კარგიც. მეგონა, რომ ვიცნობდი მათ, მაგრამ თურმე ვცდებოდი.
მაინც, ყოველივე მომხდარი საკმარისი არაა იმისათვის, რომ ისინი ბოროტებად იქცნენ ჩემს თვალში.ეხლა ის დროა, დავმშვიდდე და დავფიქრდე ამ ყველაფერზე.მე გარკვეული დრო მჭირდება ჩემი გრძნობების დასალაგებლად, მაგრამ გპირდებით, რომ მალე დავუბრუნდები საზოგადოებას.
მე მოვაწყობ პრეს-კონფერენციას, რომელშიც ჩემს სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებ. ნუ იფიქრებთ, რომ მე ამ კონფერენციას ვინმეზე იერიშის მისატანად გამოვიყენებ. ეს არ მოხდება.ის არაჩვეულებრივი მუსიკა, რომელსაც ჩვენ ერთად ვქმნიდით, არ შეიბღალება ამ ბოლოდროინდელი მოვლენებით.დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა ამ მწუხარების ჟამს. ჩემს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და უამრავ თაყვანისმცემელს. მიყვარხართ და ნამდვილად ვგრძნობ, რომ მე თქვენი იმედები არ გამიცრუებია. ძესიტ ტოჩკა !!!



ტარიას ინტერვიუ

DOWNLOAD

თუ ფაილი წაშლილია დააჭირეთ აქ!

 
ძვირფასო სტუმარო, თქვენ არ ხართ საიტზე დარეგისტრირებული. გირჩევთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საკუთარი სახელით, რათა იხილოთ საიტი სრულყოფილად.

მსგავსი სიახლეები:



 
 

 
#18 ავტორი: Dimmi (28 ივნისი 2009 18:12)

მაგარ სიმგერებს იმიტო მგეროდა რო ტომასი უწერდა და ამის გამო


 
#17 ავტორი: Epica (25 მარტი 2009 14:24)

recourse ტარიას გარე7ე ცუდია,აგარ მევასება მარა ტარიასაც მაგარი სიმგერები აქ სოლო7ი


 
#16 ავტორი: david_coverdale (24 იანვარი 2009 13:10)

ოხ დარსო დარო მაინც არ ეშვები მაგ ტარიელას რააააააა wink


--------------------


 
#15 ავტორი: nightwish with tarja (24 იანვარი 2009 12:42)

ვინ მოხია რომ ბრუნდება? არავინ არსად არ ბრუნდება. 1-2 წელი მაინც ტარია სოლოს აწვება


 
#14 ავტორი: kentavris_chaxoxbili (31 დეკემბერი 2008 16:32)

დააბრუნეთ ტარია!!!


 
#13 ავტორი: Darso_G (23 დეკემბერი 2008 01:57)

guramata

არა, იცი ეგ მარტო იმათთვის ვინც შორიდან იცნობს რა, ან ჯგუფის ჰიტები იცის, როცა ჯგუფს სერიოზულად უსმენ, მანდ უკვე ყველა წევრს აქვცევ ყურადღებას და ამ შემთხვევაში ხვდები რომ ტარიაზე ნაკლები არავინაა მანდ....



ციტატა: Scorpion93
ჯეკ ბეღურა რა შუაშია იმ კლავიშნიკთან?

ევასება ჯონი დეპის როლები, ედვარდი - ხელმაკრატელა და სვინი თოდიც ქონდა კლავიშებზე
End of Era-ში გახსნაზე ზუსტად ჯეკივითაა , თავიდან რო დავინახე