1937 წლის რეპრესიები » Join.Ge - Free Download
   Set as home page    დაამატე რჩეულებში ::JOIN.GE::    Send e-mail to us
 

 
 
   

 
 
სახელი
პაროლი
 
 

 
 
აუცილებლად ყველა გაეცანით საიტის წესებს
 

 
 


მოქმედებითი
სათავგადასავლო
3D
სროლები
სიმულატორი
სპორტული
სტრატეგია
ლოგიკური
პატარა თამაშები
ფლეშ თამაშები
სხვა


 

 
   

 

1937 წლის რეპრესიები

კატეგორია:  ფილმები / Movies » ფილმები ქართულად / Movies in Georgian11 ოქტომბერი 2009

1937 წლის რეპრესიები


1937 წელს რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერინ გაფრინდაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, ნიკოლოზ შენგელია, პეტრე ოცხელი, გრიგოლ წერეთელი, ბიძინა რამიშვილი, პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა მწერალთა კავშირის შენობაში, ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტიდან გააძევეს, გრიგოლ რობაქიძე საზღვარგარეთ გაიქცა... ეს რა თქმა უნდა არასურული ჩამონათვალია იმ უამრავი გაუბედურებული ოჯახისა რომელიც ამ რეპრესიებს გადაყვენ. 1937 წელი! ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა საქართველოს ისტორიაში როგორც დიდი მწუხარებისა და ტრგედის წელი. ყოველი მათგანი გასამართლებული იქნა როგორც ხალხის მტერი. საბჭოთა ოფიციოზის საბოლოო განაჩენი: დახვრეტა!
ყოველი მათგანის გასამართლება პირად კონტროლზე ყავდა აყვანილი ლავრენტი ბერიას და მისი უშვალო მითითებებით მოხდა ათასეულობით ქართული ოჯახის დაობლება და გაუბედურება.
ვინც არ იცის შევახსენებ რომ ფილმი "მონანიება" მიეძღვნა სწორედ 1937 წლის რეპრესიებს.




პოლიტიკური რეპრესიები რუსეთში 1917 წლიდან, ხოლო საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო. პოლიტიკური რეპრესიები სულ უფრო ძლიერდებოდა , მაგრამ განსაკუთრებულად ფართო მასშტაბებს 30-იანი წლების შუა ხანებში მიღწია. რეპრესიებს საბჭოთა კავშირში ყოველთვის ერთი მიზანი ჰქონდა - პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება. 30-იანი წლების რეპრესიების მასშტაბურობა და სისასტიკე განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით. 1. მოსახლეობის უმრავლესობას, რომელთაც მართლაც ჰქონდათ რწმენა იდეოლოგიის და სოციალისტური წყობის შექმნისა, იმედი გაუცრუვდა. სოციალისტური სისტემის ნაცვლად მათ თვალწინ ჩამოყალიბდა ძალმომრეობაზე დაყრდობილი სისტემა, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ადამიანს აქცევდა პოლიტიკური სისტემის ბრმა შემსრულებლად. 2. კომუნისტურ პარტიაში სტალინის კურს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. 3. ძველი ინტელიგენცია რომელიც არასდროს არ შერიგებია საბჭოთა სისტემას. ამ ყველა მიზეზზე დაყრდნობით ქვეყანაში ჩამოყალიბდა დიდი ოპოზიიური აზრი, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა კომუნისტურ პარტიას.

იოსებ სტალინმა და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყიტეს პოლიტიკური სისტემის შემარჩუნების მიზნით დაეწყოთ დიდი პოლიტიკური რეპრესიები. პოლიტიკურ რეპრესიებს საქართველოში დიდი გულმოდგინებით ატარებდა ლავრენტი ბერია, რომელიც ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკას, ხოლო შემდგომ საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციას ედგა სათავეში და ფაქტობრივად ერთპიროვნულად წყვეტდა ყველა საკითხს.

30-იანი წლების რეპრესიები შეეხო ყველა კლასს და სოციალურ ფენას, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალალდა ინტელიგენცია. რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ:

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921—1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

ტიციან ტაბიძე ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ევგრნი მიქელაძე ცნობილი დირიჟორი და დიდი ქართველი მამულიშვილი

ვახტანგ კოტეტიშვილი ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი

პაოლო იაშვილი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი

ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი ქართველი რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი.

პეტრე ოცხელი მხატვარი, ფერმწერი


გრიგოლ წერეთელი ეს გენიალური ადამიანი ივანე ჯავახიშვილის ჯავხიშვილის მოწვევით ჩამოვიდა თბილისის უნივერსიტეტში, მანამდე იგი ტარტუში მოღვაწეობდა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ პაპიროლოგად ითვლებოდა. დაწერილი ჰქონდა გიგანტური "ბერძნული ლიტერატურის ისტორია", თარგმნილი ჰქონდა აუარება ძველბერძენი პოეტი, აპოლონიოს როდოსელი არგონავტიკა. საქართველოში ასევე ბიზანტინისტიკას ჩაუყარა საფუძველი, დისციპლინას, რომელსაც დღემდე ყველაზე ღირსეული ადგილი ეკავა ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ენათმეცნიერებასთან ერთად. "დღემდე" იმიტომ, რომ საერთოდ ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე ხელისუფლების პირობებში ჰუმანიტარები საერთოდ გაახსენდეს ვინმეს). გრიგოლ წერეთელი ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა, "სახელოვანმა" ტარლემ ჩაუშვა, 1938 წელს იგი სადღაც მიწისქვეშეთში მოკლეს. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ თავში ლურსმანი ჩააჭედეს. დაკითხვებზე 80 წლის მოხუცმა წარმოუდგენელი სიმტკიცე გამოიჩინა, რის გამოც ვერ გადაურჩა ჯალათებს.

დავით რონდელი რეჯისორი, სცენარისტი

ნიკოლოზ შენგელია მთარგმნელი, სცენარისტი, მკვლევარი

ბიძინა რამიშვილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ვალერინ გაფრინდაშვილი... და კიდევ უამრავი უდანაშაულო ქართველი დაისაჯა სიკვდილით და გადასახლებით...

მათი ფიზიკური განადგურების შემდეგ იდევნებოდა მათი ოჯახები და ნადგურდებოდა და იკძალებოდა მათი შემოქმედება!

- = ტრეილერი = -



Link.Ge - 110 MB

Download 1937 წლის რეპრესიები


თუ ფაილი წაშლილია დააჭირეთ აქ!

 
ძვირფასო სტუმარო, თქვენ არ ხართ საიტზე დარეგისტრირებული. გირჩევთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საკუთარი სახელით, რათა იხილოთ საიტი სრულყოფილად.

მსგავსი სიახლეები:



 
 

 
#4 ავტორი: DOORS (14 ოქტომბერი 2009 15:08)


ციტატა: MYSTYLE
1933 წლის შემოდგომა-ზამთარში 7 მილიონი უკრაინელი დახოცეს შიმშილით.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური განადგურება ერისა რომლის დახლოებით 6 მილიონი ადამიანი შიმშილით დახოცეს, გამოიტანეს რა ხორბლის მთელი ზამთრის მარაგი და მოაქცია სრულ იზოლაციაში რითაც ერთ ზამთარში ამხელა მაშტაბის მსხვერპლი გამოიწვია belay პირადად სტალინის განკარგულებით! belay


ამ მოვლენებზეც ააქვს თომა ჩაგელიშვილს ფილმი თუმცა აქ როგორც ვხედავ არავის არ აინტერესებს ეს თემები და არ ვდებ...


--------------------


 
#3 ავტორი: MYSTYLE (13 ოქტომბერი 2009 23:34)

1933 წლის შემოდგომა-ზამთარში 7 მილიონი უკრაინელი დახოცეს შიმშილით. mockenili


 
#2 ავტორი: zezva-z1 (11 ოქტომბერი 2009 17:53)

მაგარი სიახლეა good



 
#1 ავტორი: DOORS (11 ოქტომბერი 2009 17:10)

ეს დოკუმენტური ფილმი 12-15 სერისგან შედგება და სრულად მოიცავს 1930_1937 წლების რეპრესიებს. სამწუხაროდ მე მხოლოდ 3 სერიის მოძიება მოვახერხე ინტერნეტში. თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი სრულ ვერსიაზე გთხოვთ შემეხმიანოთ.

ისე კი მეათე სერიიდან რომელიც დევს ეხლა აქ საიტზე ნახეთ და გარკვეული წარმოდგენა შეგექმნებათ თუ რა სისასტიკით ხვრეტდენ ამ ადამიანებს...


--------------------

ჯგუფ Guest-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის გაკეთების უფლება.

 
 

 

 
  » Need For Speed Most Wanted ( 2008 / RUS / REPACK )
» Led Zeppelin - O2 Arena London 10 Dec / 2007 / DVD-9
» Toy Story 3 (2010) Scr (Anaglyph 3D)
» Carlos Santana Presents: Blues At Montreux / 2004 / BDR ...
» Железный человек / Iron Man / 2008 / DVD ...
» CS @ 1.6 BooM-MiNi 24/24
» Salt (2010) TS
» Die Hard 1, 2, 3, 4 / კერკეტი კაკ ...
» Roger Waters & Eric Clapton - Wish You Were Here - Live ...
» Обмани Меня / Теория Лжи (2 сезо ...
 

 

 

 
ახლა საიტზე არიან

  სტუმრები : 25
  წევრები : Gio_Gziro95

 

» Mus.Ge - Best Mp3 Portal
» Learning.Ge - E-Books
» Alazani.Ge - Music
» Fans.Ge - Music
» Sweet Blog
» NewFiles.Ge - Warez
» Chat.Ge - Chat
» Just.Ge - Warez
» Edu-Guide.Ge - Education
» Edu-Child.Ge - Education
» Opa.Ge - Warez


 
Chat.Ge
Pro Evolution Soccer Georgian Site




Powered by PrMania.Net

 
Copyright © 2008-2009 JOIN.GE \\ designed by OKILI