ჩერნობილის კატასტროფა — 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში ...
... მოვლეამ შეიწირა უამრავი ადამიანი და დღემდე ამ დიდი და საზარელი კატასტროფის გამო იღუპება უამრავი უდანაშაულო ადამიანი (შემთხვევა კი არ არის ბოლომდე გამოძიებული და ტრაგედია თანდათან მივიწყებას მიეცა )
მინდა შემოგთავაზოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი და ექსკლუზირი ფაქტები ჩერნობილის კატასტროფის შესახებ. სრულიადში მომყევით, საუბარია ამ კატასტროფაზე, + დოკუმენტური ფილმები და + მრავალი სურათი.... ექსკლუზიურად ჯოინზე!!!

ჩერნობილის კატასტროფა — 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
კატასტეოფას შეექიწა დღემდე დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი, რაც ნამდვილად დიდი ციფრია.... ბოლომდე კი არ გამოუძიებიათ რა სირი ბრალი იყო .... (!)

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 400 000 ადამიანი. (დღეს კი დაახლოებით სრული მაშტაბით 10 მილ-დეა დაღუპულთა რიცხვი)

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური განთავსებული იყო უკრაინის ტერიტორიაზე, ქალაქ პრიპიატთან ახლოს, ქალაქ ჩერნობილიდან 18, ბელორუსიის საზღვრიდან 16 და დედაქალაქ კიევიდან 110 კილომეტრის დაშორებით.
ავარიის დროს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა ოთხი რეაქტორი. თითოეული РБМК-1000 (реактор большой мощности канального типа - არხული ტიპის დიდი სიმძლავრის რეაქტორი) 1000 მეგავატი (სითბური სიმძლავრე 3200 მეგავატი) ელექტრო სიმძლავრით. ასევე შენდებოდა კიდევ 2 ანალოგიური რეაქტორი. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაახლოებით გამოიმუშავებდა უკრაინის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მეათედს.


არსებობს ჩერნობილის ავარიის მიზეზის ორი ახსნა, რაც შესაძლოა დასახელდეს ოფიციალურ ვერსიებად, ასევე არსებობს რამდენიმე ალტერნატიული, სხვადასხვა დონის დამაჯერებელი ვერსიები.
საწყისი ვერსიაპირველ რიგში ავარიის მიზეზად დაასახელეს პერსონალი. ასეთი პოზიცია დაიკავა კატასტროფების გამომწვევი მიზეზების გამოძიებისათვის სსრკ-ში ფორმირებულმა სახელმწიფო კომისიამ, სასამართლომ და ასევე სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (КГБ ). ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (МАГАТЭ), 1986 წლის[9] ანგარიშში ასევე მთლიანად უჭერდა მხარს ამ ვერსიას. რუსული მედიისა და საბჭოთა პუბლიკაციების ძირითადი ნაწილი დამყარებულია ამ ვერსიაზე. ამავე ინფორმაციაზეა დამყარებული სხვადასხვა მხატვრული და დოკუმენტური ფილმები და წიგნები, მათ შორის არის გიორგი მედვედევის გახმაურებული წიგნი „ჩერნობილის რვეული“.
ამ ვერსიით, პერსონალის მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის წესების დარღვევაზე გამოტანილია შემდეგი დასკვნა:
რეაქტორის მდგომარეობის მიუხედავად, ექსპერიმენტის „ნებისმიერ ფასად“ ჩატარება;
გასწორებული ტექნიკური დამცველის ამორთვა, რომელიც უბრალოდ გააჩერებდა რეაქტორს მანამ, სანამ რეაქტორი საშიშ რეჟიმში აღმოჩნდებოდა;
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მმართველების მიერ ავარიის მასშტაბის რამდენიმე დღით დამალვა.
ახალი ვერსიათუმცა ბოლო წლებში ავარიის მიზეზების ამხსნელი ვერსიები სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ხელახლა განიხილება. მათ შორის იყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. ატომური უსაფრთხოების კომიტეტის (INSAG) კონსულტანტებმა 1993 წელს გამოაქვეყნეს ახალი ანგარიში,[10] რომელიც მეტ ყურადღებას უთმობდა რეაქტორის კონსტრუქციის სერიოზულ პრობლემებს. ამ ანგარიშებში ბევრი დასკვნა, გაკეთბული 1986 წელს, შეფასდა, როგორც მცდარი.
თანამედროვე ანგარიშებში, ავარიის მიზეზები შემდეგია:
რეაქტორი იყო არასწორად დაპროექტებული და საშიში;
პერსონალი არ იყო სავარაუდო საფრთხის შესახებ ინფორმირებული;
პერსონალმა დაუშვა რამდენიმე შეცდომა და დაარღვია არსებული ინსტრუქციები რეაქტორის მუშაობით გამოწვეული საფრთხის ინფორმაციის არქონის გამო.
დაცვის მექანიზმის გამორთვა, ან არ იმოქმედებდა ავარიის განვითარებაზე, ან არ შეეწინაღმდეგებოდა დოკუმენტების ნორმატივებს.



რეაქტორის ნაკლირეაქტორს РБМК-1000 რამდენიმე ნაკლი ჰქონდა, რომლბიც МАГАТЭ-ს სპეციალისტების აზრით გახდა ავარიის მთავარი გამომწვევი მიზეზი. ასევე ითვლება, რომ გენერატორის „გაქანების“ ექსპერიმენტისათვის არასაკმარისმა მომზადებამ და ოპერატორების შეცდომებმა, გამოიწვია პირობები, რომლებშიც ამ ნაკლმა თავი უმაღლესი ხარისხით იჩინა. ნაწილობრივ აღინიშნება, რომ პროგრამა არ იყო საჭირო მეთოდით დამტკიცებული და მასში დიდი ყურადღება არ ექცეოდა ატომური უსაფრთხოების საკითხებს.
მხოლოდ ავარიის შემდეგ მიიღეს ზომები ამ ხარვეზების გამოსწორებისათვის.


„საბოლოო ეფექტი“გაცილებით საშიშად მიიჩნევა მმართველი ღერძების არასწორი კონსტრუქცია. ატომური რეაქციის სიმძლავრის მართვისათვის აქტიურ ზონაში ჩადის ნეიტრონების მშთანთქმელი მასის შემცველი ღერძები. როდესაც ღერო გამოსულია აქტიური ზონიდან, არხში რჩება წყალი, რომელიც ასევე შთანთქავს ნეიტრონებს. იმისათვის, რომ აცილებული ყოფილიყო ამ წყლის არასასურველი ზემოქმედება, РБМК-ში ღერძების ქვემოთ განთავსებული იყო არამშთანთქმელი მასალების (გრაფიტი) შემცველი ღეროები. მაგრამ ღეროების ბოლომდე აწევისას ქვემოთ რჩებოდა 1,5 მეტრი სიმაღლის წყალი.
ზემო მდგომარეობიდან ღეროების ამოძრავებისას, ზონის ზედა მხარეში შედიოდა მშთანთქმელი და უშვებდა უარყოფით რეაქტიულობას, ხოლო არხის ქვედა ნაწილში გრაფიტული მშთანთქმელი ცვლიდა წყალს და სისტემაში შემოჰქონდა დადებითი რეაქტიულობა. ავარიის მომენტში ნეიტრონული ველიში არსებობდა ნაპრალი აქტიურ ზონასა და ორ მაქსიმუმს შორის — მის ზედა და ქვედა ნაწილში. ველის ასეთი განაწილებისას, პირველი სამი წამის განმავლობაში ღეროების მიერ შეყვანილი ჯამური რეაქტიულობა დადებითი იყო. ეს იყო ეგრეთ წოდებული „საბოლოო ეფექტი“, რომლის შედეგად ავარიული დაცვის მექანიზმის ამუშავებამ პირველ წამებში სიმძლავრე გაზარდა, იმის მაგივრად, რომ სასწრაფოდ გაეჩერებინა რეაქტორი.



ოპერატორების შეცდომებითავიდან ამტკიცებდნენ, რომ ოპერატორებმა მრავალი შეცდომა დაუშვეს. ნაწილობრივ, პერსონალის დანაშაული იყო, რომ მათ გათიშეს რეაქტორის დაცვის მთავარი სისტემები, გააგრძელეს მუშაობა სიმძლავრის 30 მეგავატზე დაცემისას და არ გააჩერეს რეაქტორი, იმისდა მიუხედავად, რომ იცოდნენ, რომ რეაქტიულობის ოპერატიული მარაგი დასაშვებზე მეტი იყო. გამოცხადებული იყო, რომ ეს ქმედებები დანიშნული ინსტრუქციებისა და პროცედურების დარღვევა იყო და ზუსტად ეს გახდა ავარიის მთავარი მიზეზი.
МАГАТЭ-ს 1993 წლის ანგარიშში დასკვნები ახლიდან იქნა განხილული. აღიარებულ იქნა, რომ ოპერატორების უმრავლესი ქმედება, რომლებიც ადრე ითვლებოდა დარღვევად, სინამდვილეში შეესაბამებოდა იმ დროს მისაღებ სწორ ნაბიჯებს, ან არ იმოქმედა ავარიის მოხდენაზე. ნაწილობრივ:
რეაქტორის 700 მეგავატზე ნაკლები სიმძლავრით მუშაობა არ იყო აკრძალული, რომელიც ადრე ასე ითვლებოდა.
ყველა რვა ტუმბოს მუშაობა არ იყო აკრძალული არცერთ დოკუმენტში.
რეაქტორის ავარიული გაციების სისტემის (САОР) გათიშვა დაშვებული იყო, აუცილებელი თანხმობის მიღების შემთხვევაში. სისტემა გაიხსნა ცდის დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად და სადგურის მთავარი ინჟინერის თანხმობით. ამან არ იმოქმედა ავარიის განვითარებაზე - იმ მომენტში, როდესაც САОР-ს შეეძლო ამუშავებულიყო, აქტიური ზონა უკვე დანგრეული იყო.
რეაქტორის გაჩერების დაცვის ბლოკირება ორი ტურბოგენერატორის გაჩერების შემთხვევაში, არა მარტო დაიშვებოდა, არამედ აუცილებელი იყო დაბალ სიმძლავრეზე მუშაობის შემთხვევაში.
ის რომ ავზ-სეპარატორებში წყლის დაბალ დონეზე არ იყო ჩართული დაცვა, ტექნიკურად რეგლამენტის დარღვევა გახლდათ. თუმცა ეს დარღვევა არ იყო დაკავშირებული ავარიის მიზეზებთან და ამას გარდა, ჩართულ იქნა მეორე დაცვის სისტემა.
ახლა უკვე პერსონალის ქმედების ანალიზისას ყურადღება ეთმობა არა კონკრეტულ დარღვევებს, არამედ „უსაფრთხოების კულტურას“. ასევე აღსანიშნავია, რომ თვით სპეციალისტების ეს აზრი ატომური უსაფრთხოების შესახებ გამოყენებულ იქნა მხოლოდ ჩერნობილის ავარიის შემდეგ. ბრალდება ეხება არა მხოლოდ პერსონალს, არამედ რეაქტორის დამპროექტებლებსაც, ატომური ელექტროსაგურის მმართველობას და ა.შ. ექსპერტები უთითებენ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ არასაკმარის ყურადღების მაგალითებს:
რეაქტორის ავარიული გაცივების (САОР) გამორთვის შემდეგ, 25 აპრილს „კიევენერგოს“ დისპეჩერის მიერ გაიცა ენერგობლოკის გათიშვის ბრძანება. ამის შემდეგ რეაქტორი რამდენიმე საათი მუშაობდა გათიშული САОР-ით. პერსონალს არ ჰქონდა საშუალება ახლიდან ჩერთო САОР (ამისათვის საჭირო იყო ხელით გახსნილიყო რამდენიმე არხი. ეს კი რამდენიმე საათს წაიღებდა[11]), თუმცა უსაფრთხოების კულტურის იდეით, რეაქტორი უნდა გაჩერებულიყო.
25 აპრილს, რამდენიმე საათის განმავლობაში რეაქტიულობის ოპერატიული მარაგი (ОЗР), მოცულობით, იყო დაშვებულზე ნაკლები (ამ მოცულობაში, შესაძლოა იყო შეცდომა, რომელზეც პერსონალმა არ იცოდა; რეალური მნიშვნელობა იყო დაშვებულ საზღვრებში[12]). 26 აპრილს, ავარიამდე, ОЗР ასევე დაშვებულზე ნაკლები აღმოჩნდა. ეს გახდა ავარიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. МАГАТЭ-ს ექპერტები აღნიშნავენ, რომ რეაქტორის ოპერატორებმა არ იცოდნენ ამ პარამეტრის მნიშვნელოვნობის შესახებ. ავარიამდე ითვლებოდა, რომ შეზღუდვა, რომელიც დამტკიცებული იყო ექსპლუატაციის რეგლამენტში, დაკავშირებულია მთელს აქტიურ ზონაში ტოლი ენერგოგამოყოფის აუცილებლობასთან. თუმცა რეაქტორის შემქმნელებისათვის ცნობილი იყო, რომ რეაქტიულობის დაბალ მარაგზე, დაცვის ამუშავებას შესაძლოა სიმძლავრე გაეზარდა. შესაბამისი ცვლილება ასევე არ იყო შეტანილი ინსტრუქციაში. ამას გარდა, არ იყო საშუალება ამ პარამეტრის ოპერატიული კონტროლისათვის. რეგლამენტის დამრღვევი მნიშვნელობები, მიღბულ იქნა ანგარიშებიდან, რაც უკვე ავარიის შემდეგ სარეგისტრაციო აპარატურაზე ჩაწერილ პარამეტრებზე დაყრდნობით გაკეთდა
სიმძლავრის ვარდნის შემდეგ, პერსონალმა არ დაუჯერა პროგრამის მტკიცებულებებს და საკუთარი ხედვით მიიღო გადაწყვეტილება, არ აეწიათ სიმძლავრე 700 მეგავატამდე. დიალტოვის თქმით [12] ეს გაკეთდა ბლოკის უფროსის აკიმოვის შემოთავაზებით. დიალტოვი, როგორც ცდის მეთაური, დაეთანხმა შემოთავაზებას, რადგან მაშინ მოქმედ რეგლამენტში არ იყო აკრძალული ამ სიმძლავრეზე მუშაობა, ხოლო ცდისთვის კი დიდი სიმძლავრე სულაც არ იყო საჭირო. МАГАТЭ-ს ექპერტები თვლიან, რომ ნებისმიერი გათიშვა პროგრამის მითითების გარეშე, რეგლამენტის ჩარჩოებშიც კი არ იყო დაშვებული.
მიუხიდავად იმისა, რომ ახალ ანგარიშში აქცენტი შერეული იყო და ავარიის მიზეზად დასახელდა რეაქტორის ნაკლი, МАГАТЭ-ს ექსპერტები ავარიის მიზეზად თვლიან პერსონალის არასაკმარის კვალიფიკაციას და მათ გაუცნობიერებლობას
უსაფრთხოებაზე ზეგავლენის მქონე რეაქტორის თვისებებში.


იურიდიული შედეგებიმსოფლიო ატომურმა ენერგეტიკამ ჩერნობილის ავარიის შედეგად, უდიდესი დარტყმა მიიღო. 1986 წლიდან 2002 წლამდე ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში და დასავლეთ ევროპაში არ აშენებულა არც ერთი ატომური ელექტროსადგური, ასევე გაიზარდა სადაზღვევო გადასახადები. სსრკ-ში დაკონსერვდა და შეჩერდა ათამდე ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და პროექტირება. გაიყინა ათობით ახალი ენერგობლოკის მშენებლობა.
სსრკ-ს კანონმდებლობაში, ხოლო მოგვიანებით რუსეთის კანონმდებლობაში დაფიქსირდა იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც განზრახ მალავდნენ, ან მოსახლეობას არ აძლევდნენ საშუალებას მიეღოთ ინფორმაცია ეკოლოგიურ კატასტროფასა და ტექნოგენურ ავარიებზე. ინფორმაცია ეკოლოგიურად უსაფრთხო ადგილებზე გასაიდუმლოებულია.
ფედერალური კანონის მე-10 სტატიის თანახმად N 24-აბზ. З „ინფორმატიზაციის, ინფორმაციის და მისი დაცვის შესახებ“ 1995 წლის 20 თებერვლიდან ინფორმაცია ექსტრემალური, ეკოლოგიური, მეტეოროლოგიური, დემოგრაფიული, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და სხვა სიტუაციების შესახებ, რომელიც აუცილებელია მწარმოებელი ობიექტების უსაფრთხოდ მუშაობისათვის და მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის ცხადდება ღიად


